Belive

მანეს თავმდაბლური სიტყვები, როდესაც აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულის" შემტევი, სადიო მანე, აფრიკის კონტინენტის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 27 წლის მანემ 477 ხმა მიიღო და მთავარ კონკუტეტებს, მოჰამედ სალაჰსა (325) და რიად მაჰრეზს (267) ტიტული არ დაუთმო. სენეგალელმა შემტევმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
"სიმართლე გითხრათ, მირჩევნია ფეხბურთი ვითამაშო, ვიდრე ამდენი ადამიანის წინაშე ვილაპარაკო. ძალიან ბედნიერი და ამასთან, ძალიან ამაყი ვარ. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს და განსაკუთრებით ჩემს ბიძას, რომელიც აქ იმყოფება. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ სენეგალელს, რომელმაც მხარი დამიჭირა. მე სენეგალის ძალიან პატარა სოფელში დავიბადე, რომელსაც ბამბალი ეწოდება და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მაცხოვრებელი ახლა მე მიყურებს," აღნიშნა მანემ.
საინტერესო ფაქტია ის, რომ "ლივერპულის" მომავალი ვარსკვლავის მშობლებს სურდათ, მათი შვილი მათემატიკის მასწავლებელი გამხდარიყო, ხოლო სადიო მანეს კი ფეხბურთელობა სურდა. მისი არავის სჯეროდა, რის გამოც, 16 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა კიდეც.
გასულ წელს, სადიო მანემ "ლივერპულის" შემადგენლობაში 53 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით, მანემ საოცარი სეზონი ჩაატარა და "მერსისაიდელებს" ჩემპიონთა ლიგის, FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისა და სუპერ თასის მოგებაში დაეხმარა. გასულ წელს, აფრიკის საუკეთესო მოთამაშე მოჰამედ სალაჰი გახდა. მეორე და მესამე პოზიციები სადიო მანემ და პიერ ემენიკ ობამეიანგმა გადაინაწილეს.  

სხვა სტატიები