Belive

მანქანის სიმთვრალეში მართვის გამო, ბელამის 18 თვით მართვის მოწმობა ჩამოერთვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრეიგ ბელამის მართვის მოწმობა 18 თვით ჩამოართვეს და £650-ით დააჯარიმეს - "ლივერპულის," "მანჩესტერ სიტის," "ნიუკასლისა" და სხვა ინგლისური კლუბების ყოფილი მოთამაშე პოლიციამ იმ დროს გააჩერა, როდესაც იგი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, სიჩქარის გადაჭარბების გამო, ბელამის მართვის მოწმობა 6 თვით ჰქონდა ჩამორთმეული. კრეიგ ბელამის უელსის ეროვნულ ნაკრებში 78 მატჩი აქვს ჩატარებული. მიმდინარე წლის დასაწყისში იგი უელსის ახალგაზრდულ ნაკრებს (U18) წვრთნიდა, თუმცა ერთ-ერთი ფეხბურთელის შეურაცხყოფისთვის მას პოსტის დატოვება მოუწია.  

სხვა სტატიები