მანუელ ნოიერმა ოპერაცია გაიკეთა – ლიგაზე თამაში გამორიცხულია

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” 35 წლის მეკარემ – მანუელ ნოიერმა, მუხლის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც იგი რამდენიმე კვირას გამოტოვებს და შესაბამისად, საკუთარ კლუბს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ დაპირისპირებებში ვერ დაეხმარება. მანუ 4-6 კვირამდე იუქმებს.

მიუნხენის “ბაიერნის” განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩებში, “რეკორდმაისტერთა” კარს – სვენ ულრაიხი დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, მიუნხენის “ბაიერნი” “ზალცბურგს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ავსტრიაში, 16 თებერვალს 23:55 სთ-ზე დაიწყება.

მანუელ ნოიერმა ოპერაცია გაიკეთა – ლიგაზე თამაში გამორიცხულია

სტატიის ავტორი
-