Belive

მაქსიმ ჩუპო-მოტინგი გერმანიაში გადასვლასთან ახლოსაა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
31 წლის კამერუნელი ფორვარდი კლუბის გარეშეა, მას შემდეგ, რაც გასული სეზონის ბოლოს "პსჟ" დატოვა. ჩუპო-მოტინგმა "პსჟ"- ში თამაშის დროს თავი ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლის სეზონის მეოთხედფინალში დაგვამახსოვრა "ატალანტას" წინააღმდეგ, სადაც ფრანგული კლუბი 90- ე წუთამდე აგებდა, 90-ე წუთზე ანგარიში მარკინიოსმა გაათანაბრა, ხოლო 93-ე წუთზე იკარდის ნაცვლად 79-ე წუთზე შემოსულმა ჩუპო-მოტინგმა გამარჯვების გოლი გაიტანა და შეხვედრის გმირიც გახდა. მოთამაშე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს "მიუნხენის ბაიერნთან" და თუ მხარეები შეთანხმდებიან, გერმანული კლუბი 2 წლიან კონტარქტს გაუფორმებს კამერუნელს. სწორედ 2 წლიან კონტრაქტს ითხოვდა ჩუპო-მოტინგი "პსჟ"-გან, მაგრამ ფრანგულმა მხარემ მას მხოლოდ 1 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. საფრანგეთის ჩემპიონატში კამერუნელმა შემტევმა 31 შეხვედრა ჩაატარა "პსჟ"-ს მაისურით და 6 გოლი გაიტანა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ძრითდად ცვლილებებზე შემოდიოდა. ჩუპო-მოტინგისთვის ბუნდესლიგაში თამაში უცხოა არაა, მას ნათამაშები აქვს "შალკეს", "მაინცის", "ჰამბურგისა" და "ნიურნბეგის" რიგებში.

სხვა სტატიები