Belive

"მაქსიმუმს გავაკეთებ" - ჩისკოს პირველი კომენტარი უოტფორდში

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"დინამო თბილისიდან" "უოტფორდის" მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა ჩისკო მუნიოსმა პირველი კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა.
"მთელი ცხოვრების განმავლობაში გამარჯვებული ვიყავი და ყველაფერი მოვიგე. ჩემი ხასიათი ასეთია. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ხალხი გამოცდილებაზე. არის მომენტები, როდესაც მას გამარჯვება მოაქვს, მაგრამ ზოგიერთი 10 წლის განმავლობაში ვერაფერს იგებს. მაშინაც კი, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ჩემი როლი მწვრთნელისას ჰგავდა. მქონდა წიგნი, რომელშიც ყველაფერს ვიწერდი და ყოველთვის ისე ვმუშაობდი, რომ თითქოს მწვრთნელობას ვაპირებდი. საუკეთესო მომენტები მომავლისთვის შევინახე და ისინი წიგნში მოვაგროვე. "ეს კარგი შანსია, კარგ გუნდში. ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები და გვაქვს გულშემატკივრის მხარდაჭერა. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია, რათა მუშაობა დავიწყოთ. თავს კარგად ვგრძნობ და მოუთმელნად ველი, თუ როდის შევუდგები საქმეს. ფანებს ვუთხარი, რომ გუნდისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ. ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ გამარჯვებისთვის. კლუბს კარგი ენერგია და ქომაგების მხარდაჭერა სჭირდება. ერთად შეგვიძლია, რომ დიდი ძალა გვქონდეს, გუნდის მიზანი კი ყველამ იცის. მინდა, რომ გამარჯვებისთვის ცხოველივით ვიბრძოლო."უოტფორდთან" ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს და კლუბს ამ სიტუაციისთვის მადლობას ვუხდი. ყველაფრისთვის მზად ვარ და "უოტფორდისთვის" 100%-ს გავიღებ"- თქვა ჩისკომ.

სხვა სტატიები