Belive

მარადონა: "თუ მანჩესტერს მწვრთნელი სჭირდება აქ ვარ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სკანდალური გამონათქვამებითა და ქცევებით ცნობილმა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. დიეგო მარადონამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა. "თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" მთავარი მწვრთნელი სჭირდება აქ ვარ. პრემიერ ლიგის გრანდი უამრავ მაისურს ყიდის მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა მათ ტიტულების მოგებაც სჭირდებათ - ამისათვის კი იდეალური კანდიდატურა ვარ." "ანდერ ერერა მომწონს. პოლ პოგბა? ვთვლი, რომ სათანადოდ არ შრომობს. "ოლდ ტრაფორდზე" 1983/84 წლებში ვითამაშე. გასაოცარი ატმოსფერო იყო, მსგავსი რამ "ლა ბომბონერაზე" მინახავს. საკმაოდ დიდი დროის მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემთვის საუკეთესო ინგლისური კლუბი იყო. სერ ალექს ფერგიუსონის პერიოდში არაერთ გენიალურ ფეხბურთელს უასპარეზია. ახლა კი "მანჩესტერ სიტის" ვგულშემატკივრობ. აგუეროსთან ბევრს ვსაუბრობ და მისგან ძალიან ბევრს ვიგებ, ის ძალიან კარგ გუნდში თამაშობს", - აღნიშნა დიეგო მარადონამ.

სხვა სტატიები