Belive

მარადონამ არგენტინის ნაკრების თამაში საშინელებათა ფილმს შეადარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დიეგო არმანდო მარადონამ არგენტინის ნაკრებსა და მის ვენესუელასთან მარცხზე ისაუბრა. მარადონამ ეროვნული ნაკრების თამაში საშინელებათა ჟანრის ფილმს შეადარა და სამწვრთნელო შტაბი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
"არ მინახავს ნაკრების თამაში, საშინელებათა ფილმებს არ ვუყურებ. უუნარო ადამიანები, რომლებიც ჯერ ისევ სათავეში უდგანან ნაკრებს, ფიქრობდნენ, რომ ვენესუელას მოუგებდნენ? ვენესუელა ძალიან კარგი ნაკრებია. ფეხბურთის ხელმძღვანელები მუდმივად ატყუებენ ხალხს. ასე ნაკრები ვერ შეძლებს თამაშების მოგებას" - განაცხადა მარადონამ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ვენესუელასთან 1:3 წააგო. ლეო მესის დაბრუნება ნაკრებში წარუმატებელი გამოდგა. არგენტინა არსებობის მანძილზე ვენესუელასთან მხოლოდ მეორედ დამარცხდა.

ასევე იხილეთ: მესიმ ნაკრებში ტრავმა მიიღო

სხვა სტატიები