Belive

მარადონამ მესი მწვავედ გააკრიტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ლიდერი არგენტინის ნაკრებში ისევ კაპიტნად დასახელდა, თუმცა მისი ეს როლი კითხვის ნიშნის ქვეშ დიეგო მარადონამ დააყენა. მარადონას სჯერა, რომ მესის კაპიტნობა არგენტინისთვის არასწორი არჩევანია. მიუხედავად იმისა, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელია, მესის თვისებები სხვების მოტივირებას ვერ ახერხებს. "La Ultima Palabra Mexico"-სთან საუბრისას დიეგომ განაცხადა: "მესი უდიდესი ფეხბურთელია, თუმცა ლიდერი არაა. სანამ ის მწვრთნელსა და ფეხბურთელებს დაელაპარაკება, ის ფლეისთეიშენს თამაშობს და შემდეგ მას მოედანზე ლიდერობა სურს. ის რონალდოსთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემთვის რთულია ამის თქმა, თუმცა შეუძლებელია იყო ლიდერი თუ თამაშამდე საპირფარეშოში 20-ჯერ გადიხარ". "აქ ორი აზრი არ არსებობს, შევწყვიტოთ მესისგან ღმერთის შექმნა. მესი კიდევ ერთი უბრალო მოთამაშეა არგენტინის ნაკრებისთვის", - აღნიშნა მან. ლეოს 128 თამაში აქვს "ალბისელესტეს" შემადგენლობაში ჩატარებული და 19 მატჩით ჩამორჩება რეკორდსმენ ხავიერ მარსკერანოს.

სხვა სტატიები