მარადონას ძმა 52 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა

52 წლის ასაკში დიეგო მარადონას ძმა – უგო მარადონა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.

უგო მარადონა 28 დეკემბერს, ნეაპოლში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცნობილი ხდება, მას გულის პრობლემები 2018 წელს აწუხებდა და ამის გამო მან ოპერაცია ჩაიტარა, თუმცა ექიმების განცხადებით, გულის ოპერაციის შემდეგ იგი თავს კარგად გრძნობდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

ნოემბერში კი იგი მალტაში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბს წვრთნიდა.

უგო მარადონა თავადაც ფეხბურთელი იყო, მას აქვს ნათამაშები არგენტინის ასაკობრივ ნაკრებებში, თუმცა ეროვნულ ნაკრებში მას არასდროს უთამაშია. საკლუბო დონეზე კი მას იტალიურ კლუბ “ასკოლიში” და ესპანურ “რაიო ვალეკანოში” აქვს ნათამაშები. ამ ორი კლუბის გარდა კი იგი ასევე თამაშობდა ავსტიაში, კერძოდ ვენის “რაპიდში”, ასევე ურუგვაულ, იაპონურ, ვენესუელურ და კანადურ კლუბებში.

 

მარადონას ძმა 52 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-