Belive

Marca | აგუერო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად ოთხშაბათს გამოაცხადებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სამწუხაროდ, ლეგენდარული კუნ აგუეროს კარიერია ნაადრევად სრულდება. გულის პრობლემების გამო 33 წლის არგენტინელი პროფესიონალური სპორტის გაგრძელებას ვერ ახერხებს. Marca-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსას" 19-ნომერი ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ოთხშაბათს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ აგუერო "ბარსელონას" მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. ტრავმების გამო კატალონიელთა რიგებში მან მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო და ერთადერთი გოლი "ელ კლასიკოში", "რეალს" გაუტანა. რაც შეეხება სერხიოს კარიერას, არგენტინელმა ფორვარდმა უდიდესი პერიოდი "მანჩესტერ სიტის" რიგებში გაატარა. 390 მატჩი, 260 გოლი და 73 საგოლე გადაცემა - ასე გამოიყურება აგუეროს სტატისტიკა მანჩესტერელთა რიგებში. სერხიო აგუერო ინგლისის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა, 2008 წელს კი არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

View this post on Instagram

A post shared by FTBL (@ftbl)

სხვა სტატიები