Marca: ბარსელონა გრიზმანს 11 ივლისს წარადგენს

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” ანტუან გრიზმანს ხუთშაბათს, 11 ივლისს წარადგენს, რითაც ფრანგის სატრანსფერო საგა ოფიციალურად დასრულდება.

1 ივლისს გრიზმანის სატრანსფერო ღირებულება 200 მილიონი ევროდან 120 მილიონამდე ჩამოვიდა, რაც “ატლეტიკოსთან” კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. თუმცა ცნობილია, რომ კატალონიელებს გრიზმანის შეძენა კიდევ უფრო ნაკლებ ფასად სურთ.

როგორც Marca იტყობინება, “კამპ ნოუზე” გრიზმანის პრეზენტაციისთვის უკვე ემზადებიან. თუმცა მანამდე, პარასკევს, 5 ივლისს, “ბლაუგრანას” ქომაგები ჰოლანდიელი ფრენკი დე იონგის პრეზენტაციას იხილავენ.

 

 

Marca: ბარსელონა გრიზმანს 11 ივლისს წარადგენს

სტატიის ავტორი
-