Belive

MARCA: ესპანეთს საქართველოში გამოფხიზლება სჭირდებოდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანურმა MARCA-მ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი შეაფასა, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები დაუპირისპირდა. ესპანელები იტყობინებიან, რომ პირველ ტაიმში "ფურია როხამ" ძალიან ცუდი ტაიმი ჩაატარა, რაც პირველი ნახევრის მიწურულს, გაშვებულ გოლად დაუჯდა. ხუთშაბათს, საბერძნეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ, ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში 7 ფეხბურთელი შეცვალა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ესპანეთის შემადგენლობა, 2005 წლის მარტის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდული იყო: ფეხბურთელების საშუალო ასაკი 24 წელიწადსა და 226 დღეს შეადგენდა. Marca-ს თანახმად, ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან იმდენად უსუსურად გამოიყურებოდა, რომ მისგან ე.წ. "ქამბექს" არავინ ელოდებოდა. სტატიის ავტორმა გამორჩეულად გამოყო გოლის ავტორი, ხვიჩა კვარაცხელია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, რაც იმას გულისხმობს, რომ "ყაზანის რუბინს" უახლოეს მომავალში არაერთი გუნდი დაუკავშირდება.

იხილეთ მიმოხილვა: საქართველო 1:2 ესპანეთი

სხვა სტატიები