Belive

MARCA | ჰოლანდისათვის წელი ნაადრევად დასრულდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიას" სუპერვარსკვლავი - ერლინგ ჰოლანდი ტრავმირებულია. გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA გერმანულ წყაროებზე დაწყრდნობით აღნიშნავს, რომ ნორვეგიელი შემტევის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა. MARCA-ს მტკიცებით, ერლინგ ჰოლანდი მოედანზე დაბრუნებას 2022 წლამდე ვერ შეძლებს. ჰოლანდს ბარძაყის ტრავმა აქვს და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესის გავლა მოუწევს. ნორვეგიელის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ მას წელს მოედანზე ვერ ვიხილავთ. წლევანდელი სეზონი "დორტმუნდის" ვარსკვლავისათვის ფანტასტიკურად დაიწყო - ყველა ტურნირზე გამართულ 10 შეხვედრაში, ჰოლანდმა 13 გოლის გატანა შეძლო და თანაგუნდელები არაერთი საგოლე გადაცემით მოამარაგა.

სხვა სტატიები