“Marca” – მადრიდის რეალი ზაფხულში ახალ ფეხბურთელს არ დაიმატებს

ესპანური გამოცემა “Marca” უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს.

ესპანურ ჟურნალზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ “სამეფო კლუბი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ფეხბურთელს არ იყიდის და პირიქით შეეცდება, რომ გაყიდული ფეხბურთელებიდან 200 მილიონი ევრო დააგროვოს.

წამსვლელთა სია ცნობილია. გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი, მარიანო დიაზი, ბარჰიმ დიაზი, დანი სებალიოსი. ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებსაც ზინედინ ზიდანი არ ენდობა და სათამაშო დროსაც ძალიან ცოტას აძლევს.

მადრიდის “რეალმა” უკვე მოასწრო და გაყიდა აშრაფ ჰაკიმი. მაროკოელი მომავალ სეზონში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ინტერის” ღირსებას დაიცავს.

საფეხბურთო ექსპერტები კლუბის ამ გადაწყვეტილებას კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.

(47)

“Marca” – მადრიდის რეალი ზაფხულში ახალ ფეხბურთელს არ დაიმატებს

სტატიის ავტორი
-