Belive

Marca: მაკედონიელთა ლიდერმა შეკრება დატოვა და ესპანეთში დაბრუნდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ნახევარდაცვის მორიგი ლიდერი გამოაკლდება. როგორც ცნობილია, "ლევანტეს" ფეხბურთელი, ენეს ბარდი ტრავმის გამო მაკედონიელთა შეკრებას ტოვებს და მალე ის ვალენსიაში გაემგზავრება. ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. ბარდის, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, ზურგზე გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ საქართველოსთან თამაში მისთვის შესაძლებელი არ იქნება. შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულია მაკედონიელთა ნახევარმცველი არიან ადემიც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "დინამო ზაგრების" კაპიტანმა ხვალ ითამაშოს.

სხვა სტატიები