Belive

MARCA | მამარდაშვილი და მისი მომავალი - ვალენსია მის გასაფორმებლად მზადაა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გავლენიანი ესპანური გაზეთი MARCA გიორგი მამარდაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ვალენსია" მისი ტრანსფერის დასრულებას და  ქართველი კიპერის გამოსყიდვას მიმდინარე თვის დასრულებამდე გეგმავს. მას შემდეგ, რაც მამარდაშვილის სენსაციური დებიუტი შედგა და ქართველმა კიპერმა ძირითად გუნდში ფენომენალური ასპარეზობით შეძლო თავის გამოჩენა, "ვალენსია" და აგენტები მზად არიან სექტემბრის დასრულებამდე მამარდაშვილთან დაკავშირებული დეტალები ოფიციალურად მოაგვარონ. თავდაპირველად მამარდაშვილი სათადარიგო კიპერად განიხილებოდა და გუნდში მეოთხე კიპერის სტატუსით სარგებლობდა, თუმცა ქართველმა კიპერმა ფურორის მოხდენა შეძლო და ახლა "ვალენსიას" ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ წევრად მიიჩნევენ. ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აღმოჩნდე ზუსტ დროს შესაბამის ადგილზე. "ვალენსიას" სარეზერვო გუნდისათვის დამატებულმა მამარდაშვილმა ყველას გულის მოგება შეძლო და ლა ლიგის სასტარტო 3 ტურში "ვალენსიას" ძირითადი გუნდის მაისური მოირგო - აღნიშნულ მატჩებში მამარდაშვილმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და თავი არაერთი ბრწყინვალე სეივით გამოიჩინა. იჯარით დამატებული მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 1 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა უახლოეს მომავალში მისი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. აღნიშნულიდან გამომდინარე "ვალენსიას" მესვეურები ყველა ღონეს იხმარენ, რათა მამარდაშვილის ტრანსფერი მიმდინარე თვის ბოლომდე გააოფიციალურონ. MARCA-ს მტკიცებით, მხარეთა შორის შეთანხმება უკვე არსებობს და სექტემბერში "ვალენსია" მამარდაშვილის გამოსყიდვას ოფიციალურად დაადასტურებს. ახალგაზრდა კიპერის ფასი, რომელმაც ლა ლიგაში ბრწყინვალე თამაშით შეძლო თავის გამოჩენა უახლოეს პერიოდში მკვეთრად გაიზრდება. "ვალენსიას" წარმომადგენლები მამარდაშვილის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 15 მილიონი ევროს მითითებას გეგმავენ.

სხვა სტატიები