Belive

Marca: მამარდაშვილი - დაიმახსოვრეთ მესტალიას ახალი გმირის გვარი 

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გახსნით შეხვედრაში “ვალენსიამ” “მესტალიაზე” “ხეტაფეს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში, ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. გიორგი მამარდაშვილი ამ კუთხით გიორგი დემეტრაძის შემდეგ პირველი ქართველი, ხოლო მის თანამემამულეებს შორის ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება მიიღო. მოედანზე გატარებულ 90 წუთში გიორგი მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმული ბურთი ოთხჯერ მოიგერია, გოლი არ გაუშვა და “ღამურებთან” ერთად პირველი სამი ქულაც მოიპოვა, რა შედეგითაც, მისი გუნდი, ბუნებრივია, რომ ამ მომენტში პირველ ადგილზე იმყოფება. მატჩის შემდეგ, ესპანური პრესა საქართველოს ნაკრების 20 წლის გოლკიპერის გარჯით აღფრთოვანებულია და მას არაერთ, საქებარ სტატიას უძღვნის, მათ შორის გამოსარჩევი კი ყველაზე პრესტიჟული ესპანური და არამხოლოდ, გამოცემის, Marca-ს მასალაა, სათაურით: "მამარდაშვილი - მესტალიას ახალი გმირი, დაიმახსოვრეთ მისი გვარი".
"გიორგი მამარდაშვილი. თვით საქართველოდან. ჩაიწერეთ მისი სახელი და ისწავლეთ, თუ როგორ უნდა გამოთქვათ მისი გვარი. ეს ბიჭი აქ არის იმისთვის, რომ დარჩეს. მან დააკაკუნა კარზე და ისარგებლა სილასენისა და ჟაუმის არყოფნით, რომელთა არ ყოფნასაც, კლუბისთვის ხელი არ შეუშლია, რადგან მათ კარს ახალი გიგანტი იცავდა. მან უკვე წარმოაჩინა გარკვეული რაღაცები წინასასეზონო მომზადების პერიოდში, მაგრამ დებიუტი "მესტილაზე" და 92-ე წუთზე ჩადენილი შეუძლებელი გმირობა, რითაც მან თავისი გუნდი გადაარჩინა, ბევრად მეტი დამსახურებაა. გიორგი არის მეკარე, რომელსაც არ ახასიათებს უცაბედი შეცდომები, მან რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.ეორე ნახევარში ის მომენტიდან მომენტამდე უმატებდა და საბოლოოდ შედგა ის გმირული მოგერიება, რომლის დროსაც მეტოქე უკვე გოლს ზეიმობდა, ტრიბუნაზე მსხდომი ქომაგი კი იმედგაცრუებული იყო. იგი ოცნებობდა დებიუტზე და მსაჯის სასტვენის შემდეგ ის ბალახზე დაეცა და ემოციები გამოხატა, როცა მასთან თანაგუნდელები მივიდნენ და წარმატებული თამაში მიულოცეს. რა უნდა ვთქვათ ამის გარდა, თუ არა: მა მარ დაშ ვი ლი!!!", - წერს მთავარი ესპანური სპორტული გამოცემა.
20 წლის ქართველი გოლკიპერი წამყვანმა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემებმა, მათ შორის Whoscored-მა და Sofasocre-მა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო, 8.1 ქულით შეაფასეს.
 

სხვა სტატიები