Belive

,,ნეიმარი მესისთან ერთად ისევ ითამაშებს'' - ბრაზილიელს ბარსელონაში დაბრუნება სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი - ნეიმარი, შესაძლოა, ,,ბარსელონაში'' დაბრუნდეს. ინფორმაციას Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრაზილიელმა პარიზულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა, რადგან, მისი აზრით, ლეო მესი კატალონიურ გრანდში დარჩება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეიმარმა ,,ბარსელონას'' გუნდში დაბრუნების სურვილის შესახებ უკვე აცნობა.

,,ნეიმარი მესისთან ერთად ისევ ითამაშებს, ოღონდ, ბარსელონაში და არა - პსჟ-ში,'' - განაცხადა ბარსელონას ყოფილმა სკაუტმა, ანდრე კარიმ.

ნეიმარი ,,პარი სენ ჟერმენში'' 2017 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელის ანგარიშზე პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში 13 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. თავდამსხმელს ,,პსჟ-სთან'' კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები