Belive

Marca: ოქროს ბურთს მესი მოიგებს! 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2 დეკემბერს, ფეხბურთში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ჯილდოს ოქროს ბურთის გამარჯვებული ცნობილი გახდება. უპრესტიჟულესი პრიზისთვის ვირჯილ ვან დაიკი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ. როგორც წამყვანი ესპანური გამოცემა Marca ირწმუნება, France Football-ის მიერ დაწესებული პრიზის მფლობელი "ბარსელონას" კაპიტანი გახდება. თუ მართლაც ასე მოხდება, მაშინ არგენტინელი წლის საუკეთესო ფეხბურთელად კარიერაში მეექვსედ დასახელდება, რა შედეგითაც ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელ ვარსკვლავს გადაასწრებს და ყველა დროის რეკორდსმენი გახდება. დაჯილდოების ცერემონიალი პარიზში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები