Belive

Marca: პაპუნაშვილი ამერიკაში - ქართველი სარაგოსას ტოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანური გამოცემა Marca გიორგი პაპუნაშვილის ამერიკაში გადაბარგებას ვარაუდობს. "პაპუნაშვილმა კოპა დელ რეის მატჩში "სოკუელამოსის" წინააღმდეგ გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლი გაიტანა, თუმცა ეს მის სიტუაციაში ბევრს არაფერს ცვლის. პაპუნაშვილი კვლავაც წამსვლელთა სიაშია. მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომელიც ვერ გამოიყენა, ამიტომაც იანვარში სავარაუდოდ კლუბს დატოვებს და აშშ-ში გადაბარგდება. MLS-ის გუნდები, განსაკუთრებით კი "დალასი" ქართველი შემტევის დამატებით ინტერესდებიან. ამ ეტაპზე ოფიციალური წინადადება არ არსებობს, თუმცა ის შემდეგ კვირებში გაჩნდება. ტეხასელები რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდიან და ორ ძლიერ მოთამაშეს, ნახევარმცველს და თავდამსხმელს დაიმატებენ პაპუნაშვილი პომბოს და ბიკოროს მსგავსად ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ძლიერი უნარ-ჩვევების მქონე და საერთაშორისო დონის ფეხბურთელი, ამიტომაც უცხოეთში თამაშის შანსი ისევ აქვს. ამერიკა მისთვის კარგი ვარიანტი იქნება, ის მეტ სათამაშო დროს და ხელფასს მიიღებს. ესპანეთში კი მიუხედავად პირველი შესანიშნავი სეზონისა, ტრავმების შემდეგ საგრძნობლად მოუკლო. პაპუნაშვილს მწვრთნელის და გულშემატკივრის განსაკუთრებული მხარდაჭერა არ აქვს, მოედანზე მისი ხილვა კი იშვიათობაა. პაპუნაშვილის მომავალი ჰაერშია, MLS-ი კი მისი კარიერისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება", - წერია Marca-ს სტატიაში. 24 წლის ფეხბურთელი ლა ლიგა 2-ის ბინადარ კლუბში "დინამო თბილისიდან" 2017 წლის ზაფხულში გადაბარგდა და 57 შეხვედრაში 12 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები