Belive

Marca: "ქოჩორაშვილი ეგზოტიკური ქვეყნიდანაა - ლა ლიგაში მესამე ქართველმა ითამაშა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წამყვანმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გამოჩენილი ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ დაწერა. მადრიდულმა გამოცემამ პრიმერა დივიზიონის დებიუტანტების სია გამოაქვეყნა და მათ შორის გიორგი ქოჩორაშვილიც გამოარჩია. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი საინტერესო კონტექსტში მოიხსენიეს, ესპანელების აზრით, ის ეგზოტიკური ქვეყნიდანაა. "გლობალიზაციის პროცესის დამსახურებით, ესპანეთში ბევრი უცხო და ეგზოტიკური ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელი ჩამოდის, შემდეგ ზოგიერთი მათგანი ჩვენს მოქალაქეობასაც იღებს. აი მაგალითად, პანამელი ხოსე ლუის როდრიგესი "ალავესიდან" და გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტედან. ეს უკანასკნელი მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა. აქამდე ესპანეთში შოთა არველაძეს და გიორგი დემეტრაძეს უთამაშიათ", - წერია Marca-ს სტატიაში. ქოჩორაშვილმა, რომელიც მთავარ გუნდში კარანტინის შემდეგ დააწინაურეს, ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა 12 ივლისს, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ ჩაატარა და 6 წუთი ითამაშა.

სხვა სტატიები