Belive

Marca - რეალი მბაპესთან კონტრაქტს მომავალ კვირას გააფორმებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენისა'' და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, კილიან მბაპე, კარიერას ,,რეალ მადრიდში'' გააგრძელებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს. მხარეები კონტრაქტის დეტალებს 18 მარტამდე შეათანხმებენ, ტრანსფერი კი ოფიციალურად სეზონის ბოლოს დადასტურდება. ესპანური გამოცემის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება ,,სამეფო გუნდში'' 25 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, კილიანი ხელშეკრულების გაფორმებისთვის ბონუსის სახით 60-80 მილიონ ევროს მიიღებს. მბაპე ,,პსჟ-ში'' 2017 წლიდან თამაშობს. შემტევის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 206 შეხვედრაში 157 გოლი და 78 საგოლე გადაცემაა. ფრანგს გუნდთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.


სხვა სტატიები