Belive

Marca-ს პასუხი კითხვაზე, დატოვებს თუ არა გრიზმანი ბარსელონას

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერი კვლავ აქტიურად განიხილება უცხოურ მედიაში. ფრანგი ფორვარდის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესი "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს. არახალია, რომ გრიზმანმა "ბარსელონაში" საკუთარი თავი ისე ვერ დაიმკვიდრა, როგორც ამას პუბლიკა ელოდა. ამ ყველაფერს გარკვეულწილად გამართლებაც აქვს - მას შემდეგ რაც ფრანგი ფეხბურთელი "ბარსელონას" შეუერთდა, მას 2 განსხვავებული მწვრთნელის სხვადასხვა შეტევის სტილზე მოუწია მორგება. ზემოთხსენებული მიზეზის და გარემოების გამო გაჩნდა ბუნებრივი მოსაზრება, რომ ანტუანი გუნდს დატოვებდა და მისი მომავალი "მანჩესტერ იუნაიტედსაც" დაუკავშირეს, თუმცა ახლახანს "Marca"-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დანამდვილებით იუწყებიან, რომ ამ ზაფხულს გრიზმანი "ბარსელონაში" დარჩება. "Marca"-ს ცნობით"ბარსელონაში" გრიზმანის გაყიდვას ან მის რაიმე სახის სატრანსფერო გარიგებაში მონაწილეობას, ეს იქნება ნეიმარი თუ ლაუტარო მარტინესი, ფაქტობრივად გამორიცხავენ. გრიზმანს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებულია, შესაბამისად მინიმუმ მცირე ხანს ის ესპანურ გრანდს არ დატოვებს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ კლუბმა ფეხბურთელში 120 მილიონი ევრო გადაიხადა.
2020/21 საფეხბურთო წლებზე საუბრის დაწყება ძნელია, ვინაიდან კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა, თუმცა რეალობაა ისაა, რომ გრიზმანი 100%-ით შედის ბარსელონას სამომავლო გეგმებსა თუ სტრატეგიებში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, რომელიც კორონავირუსმა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა, გრიზმანმა 37 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები