Belive

Marca | სილესენის დაბრუნება აიაქსს სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იასპერ სილესენის დაბრუნებით "აიაქსი" დაინტერესდა. Marca-ს თანახმად, ნიდერლანდურ გუნდს გამოცდილი მეკარის ტრანსფერი 3-დან 5 მილიონ ევრომდე დაუჯდება. გიორგი მამარდაშვილს სილესენის "ვალენსიადან" წასვლა, რა თქმა უნდა, ძალიან დაეხმარება. 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა "ღამურების" რიგებში ჩატარებული კარგი საწყისი მატჩების შემდეგ, შეცდომები დაუშვა და მისი ადგილი სწორედ სილესენმა დაიკავა. 32 წლის იასპერი 2011-2016 წლებში სწორედ ამსტერდამელთა რიგებში თამაშობდა. ნიდერლანდების ნაკრების მეკარემ გუნდში 143 მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ სილესენის შესაძლო ტრანსფერის გარდა, Marca-მ ასევე დაწერა, რომ "ვალენსიამ" მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვის თაობაზე მუშაობა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ თუ გიორგის "ღამურები" იანვრამდე შეიძენენ, "დინამო თბილისს" ისინი 700 ათას ევროს გადაუხდიან, ხოლო სეზონის შემდეგ ქართველი მეკარის გამოსყიდვა 300 ათას ევროდ იქნება შესაძლებელი.  

სხვა სტატიები