Belive

Marca: "ტრავმების და კოვიდის შემდეგ, სილესენის მორიგი პრობლემა - გიორგი მამარდაშვილი"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მთავარი ესპანური სპორტული გამოცემა Marca ვალენსიაში მეკარის პოზიციაზე არსებული კონკურენციის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ გამოცდილი ესპანელი გოლკიპერის, იასპერ სილესენის პირველ ნომრობას საფრთხე ემუქრება, რაშიც მთავარი მოქმედი პირი საქართველოს ნაკრების 21 წლის კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილია.
"როცა იასპერ სილესენი "ვალენსიაში" "ბარსელონასთან" შემდგარი გაცვლის შემდეგ, ნეტოს შემცვლელად მოვიდა, ვერასდროს იფიქრებდა, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. ის მაშინ ოჩოტორენასგან ("ვალენსიას" მეკარეების მწვრთნელი) "ბარსელონაში" დეფიციტად ქცეული სათამაშო წუთების მიღებას ელოდა და ნათელი იყო, რომ ნიდერლანდელი მაღალი დონის მეკარე იყო, რომელსაც "ვალენსიას" კარის უსაფრთხოებაზე სტაბილურად უნდა ეზრუნა. პირველ სეზონში მან 30 მატჩი ჩაატარა - ჩვეულებრივ, იმაზე ნაკლები, ვიდრე ძირითადი შემადგენლობის მეკარეები ატარებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ლიგის გარდა იყო სხვა ტურნირებიც. მან ათი მატჩი გამოტოვა სხვადასხვა მცირე დაზიანებების გამო, მაგრამ როგორც ჩანს, საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე იყო, გარდა ბედ-იღბლისა. დიდი პრობლემები წინა სეზონში დაიწყო. მან სეზონი ტრავმირებულმა დაიწყო, ვერ შედგა მისი დებიუტი ახალ გათამაშებაში და მიიღო კუნთების დიდი ტრავმა, რამაც მას მოედანზე შემდეგი თვეების განმავლობაში გასვლაში ხელი შეუშალა. ის დაბრუნდა ხუთი მატჩით და კვლავ დაიზიანა მუხლი, რის გამოც თვენახევრის განმავლობაში აღარ უთამაშია. საბოლოოდ, იასპერმა მაინც აღიდგინა ფორმა, დააგროვა ჩატარებული შეხვედრები და ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად მოემზადა. და აი კიდევ ერთი დარტყმა - კორონავირუსით ინფიცირება და ევრო 2020-ის მიღმა დარჩენა, მოგვიანებით კი უარყოფა ვან გაალისგან, რის მერეც 32 წლის მეკარემ თქვა: "თავი ასე ცუდად არასდროს მიგრძვნია". ევროპის ჩემპიონატის გარეშე დარჩენის შემდეგ, იგი მაინც დაბრუნდა ბორდალასთან, თუმცა მალევე მიიღო ტრავმა, არაფერი სერიოზული, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ 21 წლის ქართველ მეკარეს, რომელიც თითქმის არსაიდან მოვიდა, მისთვის პირველი გოლკიპერის წოდება ჩამოერთმია და ლა ლიგაში 4 მატჩი წაერთმია. კიდევ ერთი დარტყმა... ეს უკვე ბევრია. ფაქტია, რომ სილესენი სამი სეზონია კლუბშია და ერთი წლის განმავლობაში ვერ ისიამოვნა სრული სეზონის ჩატარებით. ორშაბათს ბორდალასმა მას დრო დაუთმო, ვრცელი საუბარი შედგა სილესენის სიტუაციის და კოლაფისდან გამოსვლის შესახებ", - წერს Marca.
ლა ლიგაში გამართული 4 ტურის შემდეგ, "ღამურებს" 10 ქულა აქვთ და ორ მადრიდულ გრანდთან, "რეალასა" და "ატლეტიკოსთან" ერთად, სატურნირო ცხრილში ლიდერობას ინაწილებენ. გიორგი მაამრდაშვილმა, საწყის ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, რაზე ნაკლებიც მხოლოდ ორ მეკარეს აქვს.

სხვა სტატიები