Belive

მაჰრეზმა გოლი ლესტერის მფლობელს მიუძღვნა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
29 ოქტომბერს ლესტერში, კლუბის მფლობელის ვიჩაი შრივადანაპრაბჰმას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამგროვიალო ცერემონიალი გაიმართა, იგი შაბათს ლესტერის სტადიონთან ახლოს საკუთარი ვერტმფრენით ჩამოვარდა და ბორტზე მყოფ კიდევ 4 ადამიანთან ერთად დაიღუპა. კვირას ლესტერის ფეხბურთელებმა სრული შემადგენლობით პატივი მიაგეს აწ გარდაცვლილ პრეზიდენტს, რამდენიმე მათგანმა კი ცრემლიც ვერ შეიკავა. მელიების სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კი გულშემატკივრები ყვავილებს და სამახსოვრო წერილებს ტოვებენ. პრემიერლიგის ჩემპიონთა ყოფილმა ფეხბურთელმა რიად მარეზმა, რომელიც ამჟამად სიტის შემადგენლობაში თამაშობს, ორშაბათს ტოტენჰემის კარში გატანილი გოლი სწორედ ვიჩაის მიუძღვნა, რომლის მმართველობის პერიოდშიც რიადმა ლესტერთან ერთად პრემიერლიგა მოიგო და ინგლისის მასშტაბით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

სხვა სტატიები