Belive

მარგველაშვილი: "იმედია, გამარჯვების მუხტი გაგრძელდება, ევროპული წარმატების დროა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია. თბილისელებმა ქვეყნის შიგნით უკვე ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს. ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის მოგებაში ერთ-ერთი უდიდესი წვლილი გუნდის კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა შეიტანა. "დინამო თბილისთან" გამარჯვების (1:0) შემდეგ, მარგველაშვილმა ემოციები ჟურნალისტებს გაუმჟღავნა. "საბურთალოს ქომაგებს ამ გამარჯვებას ვულოცავ. გრძელი გზა გავიარეთ და უკვე სამივე ტიტულის მოგება მოვახერხეთ, კლუბმა ამის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთა. ამ წარმატებისთვის მადლობას კლუბის თითოეულ წევრს ვუხდი, რომელმაც თავიანთ საქმეში შესაძლებლობების მაქსიმუმ გამოამჟღავნეს.  ბედნიერი ვარ, რადგან სამივე ტიტულის მოგებისას გუნდის წევრი ვიყავი და ქვეყნის შიგნით უკვე ყველა შესაძლო ტურნირზე გამარჯვება შევძელით. ახლა, ევროტურნირებზე წარმატების დროა.  იმედი მაქვს, გამარჯვების ეს მუხტი სეზონის განმავლობაშიც გაგრძელდება და ტიტულებისთვის ბრძოლას თავიდანვე დავიწყებთ",-თქვა "საბურთალოს" კაპიტანმა.

სხვა სტატიები