Belive

მარიანო დიასს მადრიდის ცენტრში ინციდენტი შეემთხვა   

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალის შემტევი მარიანო დიასი სერიოზულ შარში გაეხვა. ესპანეთის დედაქალაქში, დიასი მეგობარ გოგონასთან ერთად სავაჭრო ცენტრიდან გამოვიდა, რა დროსაც მასთან მძარცველი მივარდა, შეძენილი ნივთებით სავსე ჩანთები გამოსტაცა და გაიქცა. დამნაშავეს ორი გამვლელი დაედევნა, რის მერეც ქურდმა ჩანთები დააგდო და მიიმალა. 26 წლის ფეხბურთელმა საკუთარი ნივთები აიღო, პოლიციას არ დაუკავშირდა და ტერიტორია დატოვა. "სამეფო კლუბის" აზრდილი ფეხბურთელი "ბლანკოსებმა" 2017 წელს, 8 მილიონ ევროდ "ლიონში" გაყიდეს, 1 წლის თავზე კი თითქმის 13 მილიონით მეტი გადაიხადეს და უკან დააბრუნეს. ამ სეზონში, ზინედინ ზიდანმა მას სათამაშოდ მხოლოდ 44 წუთი მისცა.

სხვა სტატიები