მარიო გიოტცე კარიერას ერედივიზიონში გააგრძელებს

პანდემიისგან გამომდინარე უჩვეულო პერიოდში ჩატარებული სატრანსფერო პერიოდი დასრულებულია, დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე კი შემადგენლობის გაძლიერების მსურველმა კლუბებმა საწადელს მიაღწიეს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილი გადამწყვეტი გოლის ავტორის, 28-წლის მარიო გიოტცეს საკუთარ გუნდში ჩარიცხვა “პსვ”-მ შეძლო: ჰოლანდიურმა კლუბმა გერმანელ ფეხბურთელთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ზაფხულში ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ვფიქრობ ოპტიმალური და ჩემთვის მისაღები გადაწყვეტილება მივიღე”, – აცხადებს ფეხბურთელი.

გიოტცეს ტრანსფერს ჰოლანდიური კლუბის სპორტული დირექტორიც გამოეხმაურა:

“მარიო ჩვენი გუნდისათვის მნიშნველოვანი შენაძენია, მას ნახევარდაცვასა და თავდასხმაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ეს კი ჰოლანდიური ფეხბურთის მოსარგებად უმნიშვნელოვანესი თვისებაა”, – აცხადებს ჯონ დე იონგი.

2019/20 წლების სეზონში გიოტცე “დორტმუნდის” რიგებში ირიცხებოდა, მან 15 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

(110)

მარიო გიოტცე კარიერას ერედივიზიონში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-