Belive

მარიო გომესმა კარიერა დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა თავდამსხმელმა მარიო გომესმა კარიერა დაასრულა. -"დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს წელი ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის "შტუტგარტის" რიგებში ბოლო იქნებოდა. გადავწყვიტე დავასრულო ჩემი საფეხბურთო კარიერა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მამხნევებდნენ და ძალას მმატებდნენ." - განაცხადა გომესმა. მარიო "შტუტგარტს" ბუნდესლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. მიმდინარე სეზონში გერმანელის ანგარიშზე 7 გატანილი გოლი გახლავთ. ჯამში გომესმა თავისი კარიერის განმავლობაში 582 მატჩი ჩაატარა და 304 გოლი გაიტანა. მარიო იმ მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა გახლდათ, რომელმაც 2013 წელს ტრიუმფალურად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გომესმა ასევე სამჯერ მოიგო გერმანიის ბუნდესლიგა, ორჯერ გერმანიის თასი, ორჯერ გერმანიის სუპერ თასი და ერთხელ თურქეთის სუპერ ლიგა.

სხვა სტატიები