მარკ ბარტრა: “ერთ წუთში სიმაღლიდან უფსკრულში დავეშვი”

გარეთ ბეილის გოლი, რომელიც 2014 წელს კოპა დელ რეის ფინალში გაიტანა “ბარსელონას” წინააღმდეგ, მარკ ბარტას უდიდესი შინაგანი ტკივილის მიზეზი გახდა.

შეხვედრის საწყის პერიოდში, ანხელ დი მარიამ მადრიდელები წინ გაიყვანა, რომელსაც მარკ ბარტრამ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ, შეხვედრის 85-ე წუთზე, იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი გოლი გავიდა, გარეთ ბეილმა მარკ ბარტრა სისწრაფეში დიდი უპირატესობით დაჯაბნა და ტიტულის მომტანი გოლის გატანაც მოახერხა – სწორედ ესაა მიზეზი, რომელ კატალონიელებისათვის ბარტრა შეხვედრის გმირობის ნაცვლად ერთგვარ “ანტიგმირად” შეირაცხა.

მარკ ბარტრა: "ერთ წუთში სიმაღლიდან უფსკრულში დავეშვი" 1

მარკ ბარტრა არცერთხელ არ გაქცევია იმ პასუხისმგებლობას, რომ ტურნირის ბედის გადამწყვეტ გოლში დამნაშავე თავად გახლდათ.

“მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობა სრულიად ჩემზეა, ძალიან განვიცდიდი იმ დროსაც და ეს განცდა დღემდე გამომყვა” 

მიუხედავად იმისა, რომ ბარტრასთვის ეს მატჩი ძალიან რთულად გასახსენებელია, სიამოვნებით იხსენებს თუ როგორ გაამხნევა შეხვედრის დასრულების შემდეგ იკერ კასილასმა.

“იკერმა პროფესიონალურად გამამხნევა, ზუსტად იცოდა რა უნდა ეთქვა და რა არა, მაშინ გავაანალიზე რომ კასილასი დიდებული პიროვნებაა. მისი მთავარი სათქმელი კი საბოლოოდ გახლდათ ის, რომ ადამიანები და მათ შორის სპორტსმენებიც შეცდომებზე სწავლობენ” 

“კასილასმა ასევე მითხრა, რომ ეს არ იყო შეცდომა – მისი თქმით, იმ მომენტში ფეხბურთელების უდიდესი ნაწილი გარეთთან ბინძური გზით გამკლავებას შეეცდებოდა და დაჯარიმდებოდნენ, ან საერთოდაც დანებდებოდნენ, მე კი მას ბოლომდე მივყვებოდი და არ დავნებდი”

“იმ შეხვედრაში ჩემი გუნდის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი მე ვიყავი, თუმცა გარეთის გოლიდან გამომდინარე, ერთ წუთში სიმაღლიდან უფსკრულში დავეშვი”, – იხსენებს ბარტრა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 16 აპრილს, კოპა დელ რეის ფინალში “მადრიდის რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.

(772)

მარკ ბარტრა: “ერთ წუთში სიმაღლიდან უფსკრულში დავეშვი”

სტატიის ავტორი
-