Belive

მარკ კლატენბურგი: "ქალებმა ან მსაჯობა უნდა აირჩიონ, ან ფეხმძიმობა"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მარკ კლატენბურგის განცხადებით, ქალ მსაჯებს საქმიანობასა და განვითარებაში ხელს ყველაზე მეტად ფეხმძიმობა უშლის. პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ამჟამად კი ყოფილი მსაჯის განცხადებამ, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ქალ მსაჯებთან დაკავშირებით, 46 წლის კლატენბურგმა, TalkSPORT-ის დილის შოუში ისაუბრა.
"კაცებისგან განსხვავებით, ქალებს გაცილებით რთული გზის გავლა უწევთ. პროფესიონალ მსაჯად ჩამოყალიბების პროცესში, დაფეხმძიმება მათ პროგრესს აფერხებს. ასე რომ, ქალებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - სპორტული კარიერის გაკვალვა თუ დაფეხმძიმება და შვილების გაჩენა. წარმოიდგინეთ, ბავშვის მუცლად ყოფნისა და გაჩენისას, ქალები ფეხბურთს 9-10 თვით ემშვიდობებიან. ამას ემატება დაახლოებით 6 თვე, რომელიც სხეულისა და ფიზიკური კონდიციის რეაბილიტაციისთვის არის განკუთვნილი, ეს კი ჯამში თითქმის 2 წელი გამოდის," განაცხადა კლატენბურგმა.
1171350813

კლატენბურგის თქმით, ფეხბურთში ქალი მსაჯების აქტიურობის მხრივ, უკანასკნელ წლებში გარკვეული პროგრესი შეინიშნება: "შონ მასი პრემიერ ლიგაში გვერდით არბიტრად უკვე წლებია მუშაობს, ახლა მას რებეკა უელშიც დაემატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანდათანობით, კაცთა ფეხბურთში მეტი ქალი გამოჩნდება. ამას უეფა-ს მიდგომაც ადასტურებს: სუპერ ლიგის ფინალში ფრანგმა ქალმა იმსაჯა". ინგლისელმა მსაჯმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კაცთა ფეხბურთში მუშაობისთვის, ქალებს ურთულესი ფიზიკური მომზადების ტესტების ჩაბარება უწევთ, რომლებიც კაცებისთვის არის განკუთვნილი.
კაცებითვის განკუთვნილი ტესტების ჩაბარება ძალიან დიდ ფიზიკურ მზაობას მოითხოვს. იმ შემთხვევაში, თუკი ქალები ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ და სწორ გზას ირჩევენ, ცხადია, მათ აქვთ უფლება, იმსაჯონ კაცთა ფეხბურთში", - აღნიშნა მან.