Belive

მარკ კლატენბურგმა ყველაზე უდისციპლინო 5 ფეხბურთელი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილმა ინგლისელმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა, რომელიც პრემიერ ლიგისა და ევროპული ტურნირების მატჩებს 2004-2017 წლებში უძღვებოდა, 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მისი აზრით, მოედანზე ყველაზე ცუდი დისციპლინით გამოირჩეოდნენ. გასაკვირი არაა, რომ მის სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, ირლანდიელი როი კინი მოხვდა, რომელიც მოედანზე გამორჩეული სიხისტით და დაუმორჩილებლობით გამოირჩეოდა. როი კინთან ერთად, მარკ კლატენბურგმა იენს ლემანი, პეპე, რიო ფერდინანდი და კრეიგ ბელამი დაასახელა. "როი კინი სახიფათო მოთამაშე იყო, ის მოწინააღმდეგეს ფიზიკურ ზიანს აყენებდა. იენს ლემანი მუდმივად აპროტესტებდა, რომ მას კუთხურებისა და საჯარიმო დარტყმების დროს, მოწინააღმდეგეები ფეხზე გამიზნულად აბიჯებდნენ. ფერდინანდი ყოველთვის მოწინააღმდეგის წყობილებიდან გამოყვანას ცდილობდა. რაც შეეხება პეპეს, იგი ცდილობდა, მოწინააღმდეგე გუნდის თავდასხმელებს მის წინააღმდეგ ეუხეშათ," აღნიშნა კლატენბურგმა. კლატენბურგის აზრით, მოედანზე ყველაზე არაკონტროლირებადი ფეხბურთელი კრეიგ ბელამი იყო - ფეხბურთელი, რომელიც როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, უდისციპლინობით გამოირჩეოდა. იმ ისტორიებიდან გამომდინარე, რაც კრეიგ ბელამიზე წლების განმავლობაში მოგვისმენია, მარტივი წარმოსადგენია, თუ როგორ პრობლემას უქმნიდა უელსელი პრემიერ ლიგის მსაჯებს 90 წუთის განმავლობაში.
 

სხვა სტატიები