Belive

"მარკამ" მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებული სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
10. მესუთ ოზილი ("არსენალი") - 47 მილიონი ევრო  ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი არ ენდობა თურქული ფესვების მქონე გერმანელს და თვლის , რომ არ არის სასურველ ფორმაში. აქედან გამომდინარე მესუთს დიდი ხანია სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა.
ozil
  9. ფერლან მენდი (მადრიდის "რეალი") - 48 მილიონი ევრო ფრანგი ფეხბურთელი მადრიდელთა ახალი შენაძენია. იგი საკმაოდ ახალგაზრდაა და აქვს უდიდესი პერსპექტივა. ლიონის ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად მარსელოს შემცვლელად მოიაზრება. მენდი მიმდინარე სეზონში მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში.
  8. ედერ მილიტაო (მადრიდის "რეალი") - 50 მილიონი ევრო ბრაზილიელი ფეხბურთელიც მენდის მსგავსად ახალწვეულია და ითვლება სერხიო რამოსის ან საჭიროების მხრივ ვარანის შემცვლელად. მადრიდელთა ხელმძღვანელობა მასზეც დიდ იმედს ამყარებს  და მომავალში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.
  7. ნაბი კეიტა ("ლივერპული") - 60 მილიონი ევრო ლაიპციგის ყოფილი ნახევარმცველი ჯერ-ჯერობით ვერ ამართლებს გაცემულ ავანსებს იურგენ კლოპის გუნდში და ძირითადად მას სათადარიგოთა სკამზე ვხედავთ.
  6. ენტონი მარსიალი ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 60 მილიონი ევრო "მარკა" ამ არჩევანში არ არის დარწმუნებული , რადგან პირველივე დღიდან ოლე გუნარ სოლსკიაერი  ენდობა ფრანგს და მონაკოს ყოფილი შემტევი უმეტესად ძირითად შემადგენლობაში გვევლინება . მარსიალმაც გაამართლა ნდობა და ცხრა შეხვედრაში ხუთი გოლის გატანა შეძლო..
5. ლუკა იოვიჩი (მადრიდის "რეალი") - 60 მილიონი ევრო მადრიდის "რეალმა" ლუკა იოვიჩი დიდი იმედებით შეიძინა , თუმცა სერბ ფეხბურთელს უჭირს ადაპტაციის გავლა და მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.  ნათლად გამოჩნდა მისი ემოცია "ლეგანესის" კარის აღების შემდეგ.
4. ჟოაო კანსელო ("მანჩესტერ სიტი") - 65 მილიონი ევრო პეპ გუარდიოლა თვლის , რომ პორტუგალიელს ჯერ არ გაუვლია ადაპტაცია და უჭირს  პრემიერ ლიგასთან შეგუება. "იუვენტუსისა" და "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი სულ რაღაც სამჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში.
  3. რიად მაჰრეზი ("მანჩესტერ სიტი") - 67 მილიონი ევრო. შეიძლება ითქვას , რომ ალჟირელის ტრანსფერის საჭიროება არ იყო "სიტიში" მაჰრეზი არასდროს ყოფილა სტაბილურად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი.
  2. ხამეს როდრიგესი (მადრიდის "რეალი") - 75 მილიონი ევრო  ორ წლიანი იჯარის შემდეგ , ყველასთვის სიურპრიზი იყო კოლუმბიელის ესპანეთში დაბრუნება, მაგრამ ზიდანი ისევ არ აძლევს ხამესს საკმარის სათამაშო წუთებს.
  1. უსმან დემბელე ("ბარსელონა")  - 125 მილიონი ევრო ფრანგი ფეხბურთელი დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედგაცრუებად. დემბელე მესამე სეზონს ატარებს "ბარსელონაში" და ჯერ კიდევ არ მოიაზრება ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად. ერნესტო ვალვერდეს საფიქრალი აქვს ფრანგის მომავალთან დაკავშირებით.  
ასეთია "მარკას" მიერ შედგენილი ყველაზე ძვირადღირებული სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელთა სია

სხვა სტატიები