Belive

მარკინიოსი: ჰოლანდის დაცინვა ნეიმარის დაგეგმილი იყო

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ერთი თვის წინ "პსჟ-ს" ფეხბურთელების საქციელმა მსოფლიო კრიტიკა დაიმსახურა. მიმდინარე სეზონის მერვედფინალურ ეტაპზე, "დორტმუნდის ბორუსია" და "პსჟ" ერთმანეთს დაუპირისპირდა.. პირველი შეხვედრა გერმანელებმა შინ 2:1 მოიგეს, სადაც თავი ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანდმა გამოიჩინა. ნორვეგიელმა პარიზელებს დუბლი შეუსრულა და გატანილი მეორე გოლი ორიგინალურად აღნიშნა.
1
განმეორებითი შეხვედრა პარიზში, მასპინძლებმა დამაჯერებლად 2:0 გაიმარჯვეს. მატჩის დასრულების შემდეგ "პსჟ-ს" ფეხბურთელები მოედანზე დასხდნენ და ერლინგ ჰოლანდის გოლის აღნიშვნის იმიტაცია გააკეთეს. ამით პარიზელებმა, ნორვეგიელს დასცინეს.
როგორც შემდეგ გაირკვა, ნეიმარის და სხვა ფეხბურთელების გაბრაზების მიზეზი, ჰოლანდის ინსტაგრამზე დადებული ფოტო გახლდათ.
ჰოლანდმა იგულისხმა, რომ პარიზი მისი ქალაქია და არა "პსჟ-ს" ფეხბურთელების. ამის შესახებ კი მარკინიოსმა განაცხადა: "ნეიმარი უბრალო ფეხბურთელი არ არის. იგი ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრშია და მზად არის ნებისმიერ პროვოკაციას უპასუხოს. მან გვთხოვა, რომ თუ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდოდით ეს გაგვეკეთებინა და ჰოლანდი დაგვემცირებინა. პირველი გოლის შემდეგ ვკითხე, გადაიფიქრა თუ არა ამის გაკეთება, მაგრამ მან მკაცრად გამაფრთხილა რომ არავითარ შემთხვევაში არ გადაიფიქრებდა და ყველა  გვერდში უნდა დადგომოდა." მატჩის დასრულების შემდეგ "უეფამ" პარიზელებს არასპორტული საქციელისთვის გაფრთხილება მისცა. რაც შეეხება ჰოლანდს, ინსტაგრამზე ამ საკითხის ირგვლივ აღარაფერი დაუწერია.

სხვა სტატიები