Belive

მარკიზიო: „ჩემი ახალი გუნდის სახელს მალე დაგისახელებთ“

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კლაუდიო მარკიზიო, რომელსაც სატრანსფერო ბაზარზე თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს მინიჭებული, ჯერჯერობით კვლავ უგუნდოდაა. სხვადასხვა წყაროები წერდნენ, რომ მარკიზიო რამდენიმე დღის წინ მონტე-კარლოში იმყოფებოდა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ იტალიელი ნახევარმცველი „მონაკოს“ რიგებს შეუერთდება. „ჩემს ახალ გუნდს მალე დაგისახელებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ გუნდი ისეთ ქალაქში თამაშობდეს, რომლის მდებარეობა ჩემი ოჯახისთვის იქნება მისაღები,“ აღნიშნა მარკიზიომ Sky Italia-სთან საუბრისას. კლაუდიო მარკიზიო "იუვენტუსის" აკადემიის აღზრდილია და მთელი კარიერა "ბებერი სინიორას" რიგებში აქვს გატარებული. მხოლოდ აღსანიშნავია ის, რომ 2007-08 წლებში ახალგაზრდა მარკიზიო "ემპოლიში" იქნა განათხოვრებული.