Belive

მარკიზიო შეიარაღებულმა მძარცველებმა გაძარცვეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" ყოფილი ვარსკვლავი, კლაუდიო მარკიზიო შეიარაღებული მძარცველების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 4 კრიმინალი მარკიზიოსა და მის მეუღლეს ტურინში, საკუთარ ვილაში დაესხნენ თავს. მძარცველებმა იარაღის მუქარით მარკიზიო აიძულეს სეიფი გაეღო და ფულთან ერთად ძვირადღირებული საათები და ძვირფასეულობაც წაიღეს. მომხდართან დაკავშირებით, ტურინის პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება.

სხვა სტატიები