Belive

მარკიზიომ იუვენტუსი დატოვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ გუნდი 25-წლიანი კარიერა დაასრულა - მარკიზიო ტურინული გუნდის აკადემიის აღზრდილია. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2006 წლის 19 აგვისტოს, კოპა იტალიაზე შედგა. მას შემდეგ მარკიზიომ გუნდში 389 თამაშს, 7 სერია ა-სა და 4 კოპა იტალიას ტიტულს მოუყარა თავი. "ვუყურებ ამ ფოტოს და ამ ზოლებს, რომლებმაც ჩემი ცხოვრება შექმნეს, ამ მაისურში მე კაცად და ფეხბურთელად ვიქეცი. მიყვარს ეს მაისური და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის წარმატება უზენაესი საკითხია და მუდამ ასე იქნება,“ აღნიშნა მარკიზიომ საკუთარ ოფიციალურ Twitter-ზე.

სხვა სტატიები