Belive

მარკო ვან ბასტენმა ბენზემას არჩათვლილ გოლზე უკმაყოფილება გამოხატა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარიმ ბენზემას არჩათვლილ გოლს ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მარკო ვან ბასტენი გამოეხმაურა:
,,ფეხბურთში უკვე დიდი ხანია ვარ და ეს ხაზები საქმეს არ ამარტივებს: იყავი თუ არა ნახევარი თითით წინ? ამ ყველაფრით უკვე დავიღალე. ეს საუბრები რამდენიმე წელია გრძელდება და ყველაფერი წარმოუდგენლად რთულია. შენ ფიქრობ: ,,კარგი, გავაგრძელოთ, გენდობით!'' შემდეგ კი ყველაფერი ისევ რთულადაა, ეს არც მე მესმის და არც სახლში მჯდომ ხალხს,'' - განაცხადა ვან ბასტენმა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” ,,ლივერპული” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა. მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს კარიმ ბენზემამ ანგარიში გახსნა, თუმცა მსაჯმა გოლო თამაშგარის გამო არ ჩათვალა.

სხვა სტატიები