Belive

მარკოს ალონსო: "რასიზმს ვეწინააღმდეგები, მაგრამ მუხლს აღარ მოვიდრეკ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" მარცხენა მცველმა, მარკოს ალონსომ განმარტა, თუ რატომ აღარ იდრეკს მუხლს პრემიერ ლიგაში მატჩის დაწყებამდე დამკვიდრებული რიტუალის დროს. ესპანელი ფეხბურთელი რასიზმის წინააღმდეგია, თუმცა უშუალოდ მუხლის მოდრეკვის პროცესში არ მონაწილეობს. მიმდინარე სეზონში 30 წლის ფლანგის მოთამაშემ "არისტოკრატების" მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული შვიდივე შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა არცერთ მათგანში ხსენებული პროცესის მონაწილე არ ყოფილა.
"მე რასიზმის და ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მირჩევნია თითი დავადო იმ ლოგოს, რომელიც რასიზმის საწინააღმდეგო სლოგანს გამოხატავს, როგორც ამას აკეთებენ სხვა სპორტის სახეობებსა და ფეხბურთში სხვა ქვეყნებში. მე მირჩევნია ასე მოვიქცე და, რა თქმა უნდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ რასიზმის წინააღმდეგი ვარ და ყველას პატივს ვცემ", - თქვა მარკოს ალონსომ.
მარკოს ალონსომ, რომელმაც "ჩელსიში" 2016 წლის შემდეგ გატარებულ პერიოდში ინგლისის ასოციაციის თასი, პრემიერ ლიგა, ევროპის ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერ თასი მოიგო, ამ სეზონში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გოლის და 1 საგოლე გადაცემის ავტორია.  

სხვა სტატიები