Belive

მარკოს ლორენტემ ძაღლს ენფილდი დაარქვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, მარკოს ლორენტემ, Instagram-ის "სთორიში" ფოტო გამოაქვეყნა.  ფოტოზე გამოსახულია ესპანელი ფეხბურთელის ძაღლი, "ენფილდი," რომელიც ფანჯრიდან გარეთ, სივრცეში იყურება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ატლეტიკომ" იურგენ კლოპის გაწვრთნილი, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "ლივერპული" ტურნირიდან გამოთიშა. განმეორებით შეხვედრაში, მარკოს ლორენტე მოედანზე, უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო: შეცვლაზე შემოსულმა ესპანელმა დუბლის შესრულება მოახერხა და "ატლეტიკო" მეოთხედფინალში გაიყვანა. ოგორც ვხედავთ, ესპანელი ფეხბურთელისთვის "ენფილდზე" მოპოვებული გამარჯვება, პირადი თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი იყო და მოგონებების გასახანგრძლივებლად, მან ორიგინალური გზა გამონახა.

იხილეთ მიმოხილვა: ლივერპული Vs. ატლეტიკო

სხვა სტატიები