Belive

მარკოს როხო ბოკას კაპიტანი აღარ იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუნდში არსებული წესის გამო, მარკოს როხოს "ბოკა ხუნიორსის" კაპიტნობა ერთი თვით აეკრძალა.

ცენტრალური მცველი რამდენიმე დღის წინ "რივერ პლეიტთან" მატჩში გააძევეს. არგენტინელი ფეხბურთელი მოწინააღმდეგეს ძალიან ეუხეშა და მსაჯმა მაშინვე გააძევა მოედნიდან. როხომ ამის გამო ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. თუმცა, მან უფრო მნიშვნელოვანი სასჯელი საკუთარი კლუბისგან მიიღო.

Daily Star-ის თანახმად, "ბოკას" თავკაცს უგო იბარას საკუთარი წესები აქვს, რომლის თანახმადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა კაპიტნის სამკლაური ოქტომბრამდე უნდა დათმოს.

"ეს არ მაწუხებს, თუმცა, ვფიქრობ მწვრთნელის გადაწყვეტილება ცოტა ზედმეტია. მთელ თამაშში მხოლოდ სამი ჯარიმა ავიღე, რამდენიმე ტაქტიკური შეცდომაც დავუშვი. ყველაფერის მიუხედავად მშვიდად ვარ და მომავალი მატჩებისთვის ვემზადები." - განაცხადა მარკოს როხომ

სხვა სტატიები