Belive

მარკუს რაშფორდი - რუნისა და რონალდუს კვალდაკვალ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-15 ტურში ერთმანეთს "ლესტერი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში "იუნაიტედის" 23 წლის ფორავრდმა მარკუს რაშფორდმა გახსნა. "ლესტერის" კარში გატანილი გოლით რაშფორდი მესამე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" მაისურით 50 გოლი გაიტანა. ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც 50 გოლი გაიტანეს პრემიერ ლიგაში "წითელი ეშმაკების" მაისურით, რაშფორდი მხოლოდ უეინ რუნისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება. რაშფორდმა 50-ე გოლი 23 წლისა და 56 დღის ასაკში გაიტანა, რუნიმ იგივე შედეგს 22 წლისა და 157 დღის ასაკში მიაღწია, რაც შეეხება რონალდუს, პორტუგალიელმა პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 50 გოლს თავი 22 წლისა და 341 დღის ასაკში მოუყარა. პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით რუნიმ 183 გოლი გაიტანა, ხოლო რონალდუმ 84 გოლის გატანა შეძლო, სანამ "რეალს" შეუერთდებოდა. რაშფორდს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ ორივეს შედეგი გააუმჯობესოს, მთავარია შემტევმა საგოლე მომენტების რეალიზების პროცენტი გაზარდოს. ასევე იხილეთ რაშფორდის 50-ე გოლი პრემიერ ლიგაში:

სხვა სტატიები