Belive

მაროკოს ნაკრების მწვრთნელი: ,,15-20 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატს აფრიკული გუნდი მოიგებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაროკოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვალიდ რეგრაგი, დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, აფრიკული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდება:

,,მსოფლიო ჩემპიონატზე აფრიკიდან 9 ნაკრები იასპარეზებს და ვისწავლით. დარწმუნებული ვარ, რომ 15-20 წლის შემდეგ, რომელიმე აფრიკული ნაკრები მუნდიალს მოიგებს, რადგან ჩვენ ვსწავლობთ...

არის გარკვეული ეტაპი, რომელიც უნდა გავიაროთ. უნდა გავამყაროთ ის, რასაც მივაღწიეთ და მონდომებით ვიმუშაოთ. ჩვენ დნმ-ს არამხოლოდ მაროკოსთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის ვქმნით.

გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თუ გვინდა ისტორიაში შევიდეთ, აფრიკის თასი უნდა მოვიგოთ. გვსურს, რომ აფრიკაში დომინანტები ვიყოთ. დიდი მომავალი გველოდება, წინსვლას გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა,'' - განაცხადა რეგრაგმა.

მაროკოს ნაკრებმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა. რეგრაგის გუნდი ნახევარფინალში საფრანგეთთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი - ხორვატიასთან.

სხვა სტატიები