Belive

მაროტას გეგმები: ინტერი სპონსორს იცვლის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის "ინტერმა" სპორტულ კომპანია "ნაიკთან" შესაძლოა 20-წლიანი თანამშრომლობა დაასრულოს. "ნერაძურის" ფორმებს 1998/99 წლების სეზონის შემდეგ, ამერიკული კომპანია უკერავს, და 10 მილიონ ევროს უხდის. თუმცა, მილანელებს ახალი შემოთავაზება აქვთ და ეს ცხადია გერმანული "ადიდასი" გახლავთ, რომელიც "ინტერს" უფრო დიდძალ თანხას სთავაზობს. "ადიდასის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "ინტერთან" თანამშრომლობა მათი უპირველესი ინტერესია, ვინაიდან ზაფხულში, იტალიაში მათმა ერთადერთმა პარტნიორმა "იუვენტუსმა" კონტრაქტის პირობები დაარღვია. მოლაპარაკების წარმატებულად დასრულების შანსი დიდია, ვინაიდან "ინტერის" აღმასრულებელი დირექტორი ჯუზეპე მაროტაა, რომელიც იგივე პოსტს "ბიანკონერიშიც" იკავებდა.

სხვა სტატიები