Belive

მარსელი ტექნიკური მარცხით დაისაჯა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურის შეხვედრაში, "ნიცა" "მარსელს" დაუპირისპირდა. პრინციპული დაპირისრება, სტადიონზე შეჭრილი გულშემატკივრებისა და ხელჩართული ჩხუბის გამო მე-80 წუთზე შეწყდა. კუთხურის ჩასაწოდებლად მისულ დიმიტრი პაიეს "ნიცას" გულშემატკივრებმა ბოთლები ესროლეს - "მარსელის" ვარსკვლავმა იგივე ბოთლები კვლავ ფანებს ესროლა, რის შემდეგაც მოედანზე სრული განუკითხაობა დაიწყო. ხელჩართულ ჩხუბში "ნიცას" გულშემატკივრები და ორივე გუნდის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ნერვები ვერ მოთოკა "მარსელის" მთავარმა მწვრთნელმაც, რომელიც ასევე ჩაერთო კონფლიქტში.

სამართალდამცველების ძალისხმევის შედეგად, ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანეს და სტადიონზე წესრიგი დამყარდა. მატჩის ოფიციალურმა პირებმა შეხვედრის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა "მარსელის" ფეხბურთელებმა მოედანზე გასვლაზე უარი განაცხადეს. მომხდართან დაკავშირებით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოედანზე არ გამოცხადების გამო "მარსელი" ტექნიკური მარცხით (0:3) დაისჯება. ამ წუთისათვის უცნობია, თუ რა სადამსჯელო ზომები გატარდება "ნიცას" წინააღმდეგ.

სხვა სტატიები