Belive

მარსელის 3 ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა: ლიგა 1-ის გახსნითი მატჩი გადადებულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი, რომელიც "მარსელსა" და "სენტ-ეტიენს" შორის უნდა გამართულიყო, გადადებულია. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ "მარსელის" 3 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. სეზონის პირველი მატჩი პარასკევს, 21 აგვისტოს იყო ჩანიშნული.
"საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის პროტოკოლის გათვალისწინებით, "მარსელსა" და "სენტ-ეტიენს" შორის მატჩი გადადებულია. მდგომარეობის გამოსწორების შემთხვევაში, შეხვედრა 16 ან 17 სექტემბერს გაიმართება," ვკითხულობთ გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.
18 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსით ლიგა 1-ში მოთამაშე 11 გუნდის 40 ფეხბურთელია დაინფიცირებული. მათ შორის "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელებიც არიან. ცნობილია, რომ ფეხბურთელები ვირუსით მას შემდეგ დაინფიცირდნენ, რაც გუნდებმა ივნისში ვარჯიში განაახლეს - ამას გარკვეული პერიოდით კარანტინში გადასვლა და პრე-სასეზონო მატჩების გაუქმება მოჰყვა. საერთო ჯამში, საფრანგეთში კორონავირუსის 219,029 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა შორის, 30,429 ლეტალური აღმოჩნდა.

სხვა სტატიები