Belive

მარსელის ფანებმა ტოტენჰემის ფეხბურთელები ფოიერვერკით გააღვიძეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მარსელის" გულშემატკივრებმა "ტოტენჰემის" ფეხბურთელებს, ჩემპიონთალიგურ მატჩამდე ძილის საშუალება არ მისცეს.

ფრანგული კლუბის გულშემატკივრები ყველანაირ ხერხს მიმართავენ, რომ თავიანთ გუნდს მომავალ შეხვედრაში უპირატესობა ქონდეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც "მარსელის" ფანებმა ფოიერვერკის შოუ, სწორედ იმ სასტუმროს წინ მოაწყვეს, სადაც "ტოტენჰემის" ფეხბურთელები იყვნენ.

D ჯგუფში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. აქ ყველა გუნდს აქვს 1/8 ფინალში თამაშის შანსი.

ამჟამად, ანტონიო კონტეს გუნდი ჯგუფში ლიდერობს. ლონდონელები მეორე ადგილზე მყოფ "სპორტინგსა" და მესამე ადგილზე გასულ "აინტრახტს" ერთი ქულით უსწრებენ. რაც შეეხება "მარსელს", ისინი 6 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფებიან. ფრანგებს დღეს აუცილებლად სჭირდებათ გამარჯვება, რომ 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვონ.

კონტემ, რომელიც ამ შეხვედრაში მოედანზე არ იქნება, ეს მატჩი ფინალს შეადარა:

"ბორნმუთთან" მოპოვებული გამარჯვება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით პრემიერ ლიგაში ორი წაგების შემდეგ. ახლა კი, ამ მოგებამ ჩვენ დიდი მოტივაცია მოგვცა. ეს თამაში ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება."

სხვა სტატიები