Belive

მარსელო ბიელსა კვლავ ლიდს იუნაიტედს გაწვრთნის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, არგენტინელმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ და ჩემპიონშიპში მოასპარეზე გუნდმა კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტეს. "ლიდს იუნაიტედმა" გასულ სეზონში მე-3 ადგილი დაიკავა და პრემიერ ლიგაში გადმოსვლასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა. თუმცა ბიელსას გუნდმა პლეი-ოფში "დერბისთან" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:3 წააგო. "ლიდს იუნაიტედი" პრემიერ ლიგას 2004 წელს გამოემშვიდობა. გუნდის ხელმძღვანელის, ანდრეა რადრიძანის განცხადებით, მარსელო ბიელსა ის ადამიანია, რომელსაც გუნდის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს ნდობა ზედიზედ ორ სეზონში ბოლო 2012/2013 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გამოუცხადა, როდესადც გუნდს ბრაიან მაკდერმოტი წვრთნიდა.

ასევე იხილეთ: ბიელსა: “გვარდიოლას ტაქტიკა მისტიკაა”

სხვა სტატიები