Belive

მარსელო ბიელსა მომავალ სეზონში ლიდსს უცნაური ტაქტიკით ათამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლიდსი იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ საინტერესო და უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. არგენტინელი სპეციალისტი გუნდს უცნაური ტაქტიკით ათამაშებს. 3-3-1-3, ეს იქნება განლაგება, რომლითაც "ლიდსი" ჩემპიონშიპის 2019/20 წლების სეზონში იასპარეზებს. ბიელსა ცნობილია შემტევი ფეხბურთით. მისი მომზადებული კლუბები ყოველთვის შეტევაზე არიან ორიენტირებულები. 4-3-3 ან 4-1-4-1 არის ბიელსას საყვარელი ტაქტიკა. თუმცა მომავალ სეზონში ის ახალი სქემის დანერგვას გეგმავს. გასული სეზონი "ლიდსმა" სწორედ 4-1-4-1 ტაქტიკით ითამაშა. საბოლოოდ გუნდმა ჩემპიონშიპში მე-3 ადგილი დაიკავა. პრემიერ ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში კი "დერბი ქაუნთთან" გამოეთიშა ასპარეზობას და ინგლისის რანგით მეორე ჩემპიონატში დარჩა.

მარსელო ბიელსა წლების განმავლობაში სხვადასხვა ჩემპიონატის გუნდებს წვრთნიდა. 2018 წლიდან კი "ლიდსში" მუშაობს. 4-1-4-1 ტაქტიკიდან 3-3-1-3 ტაქტიკაზე გადაწყობა გუნდის ახალი მიზნებისათვის ბრძოლას ნიშნავს.

სხვა სტატიები